წვიმა კოცნიდა ალუბლებს მერე ლანდებად ქრებოდა თითქოს ფოთლების ნაჟურით უნდო ცრემლები სწყდებოდა ეს შემოდგომაც მოვიდა უხმოდ იცვალა ფერები მესაიდუმლედ გამიხდა წვიმის უმანკო ცრემლები წვიმა გაკოცებს ტუჩებში მერე ჩემსავით გაქრება და ამ ნაწვიმარ ქუჩებში მხოლოდ ოცნება დაგრჩება მე ისევ გნახავ შორიდან, რომ გენამება თვალები, გნახავ და წვიმის მოსვლიდან წვიმაში დაგემალები...