ჩამოღამდა ძალზე სწრაფად,რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება ამ ყოველივეს რომ შევყურებ.უცნაური მართლაც რომ რაღაც განსხვავებული დღეა.თითქოს რაღაც უნდა მოხდეს.სრული უკუნია ირგვლივ,არსაით არაფერი მოჩანს.დავბორიალებ გზააბნეული ბნელ ქუჩებში და ერთზე ვფიქრობ..მხოლოდ ერთ ადამიანზე,მასზე რომელიც უზომოდ მიყვარს და რომელიც შენ ხარ!ვერ გივიწყებს ჩემი გონება და გული,რატომ ვმარტოვდები ნეტავ?ალბად იმიტომ რომ,როცა მარტო ვარ შენს გარდა ვერავის ვხედავ სიჩუმეში კი შენი ხმის მეტი არა მესმის რა..ეხლა ამ სიბნელეში როცა ასე მარტოსული ვარ,უმწეო და ძლიერ შეყვარებული ვამძიმებ ჩემი ყოველი ნაბიჯით ამ მიწას..ვოცნებობ შენი შეხება ვიგრძნო,შენი სახე დავინახო.ვიგრძნო შენი სითბო,მაგრამ ვერ ვიგრძნობ ,რადგან შენ სამუდამოდ გაცივება ამჯობინე.ცად ავაპყრობ თვალებს და ვიგრძნობ თეთრ ფიფქთა ცივ შეხებას.თითქოს შენი შეხება ვიგრძენი ვიხსენე ამით შენი თავიდა ის სიყვარული.შენ ცივ სითბოს და თბილ სიცივეს ვგრძნობ,ისე როგორც ეს სინამდვილეშია.არ მსურს გაჩერდეს ეს თოვა მზად ვარ სულ უკუნში ვიარო ოღონდ ვიგრძნო რომ შენ ჩემთან ხარ და იქნები, მაგრამ თოვა მუდმივად ვერ გაგრძელდება ისე როგორც შენ არ გააგრძელე ეს სიყვარული ..მიყვარხარ ასე ძლიერ და მეყვარები ამაზე მეტად..