დილა ფერებად დაეღვრება ჩვენს თბილ სარეცელს,
ძლიერ მკლავებში განაბული ვსუნთქავ რიტმულად,
ნაშუაღამევს მთელ სხეულზე დუღდა სამყარო,
ახლა, კი, თითქოს სიზმრის თოკზე გადაკიდულა.

ნამძინარევი შეგეხები მფეთქავ ვენაზე,
თითებზე მხვდება ღამეული კბილის ნაჭდევი
შენს მხრებზე ცივად შემორჩენილ ნოტიო ჰავას,
ხელისგულების სითბოთი და კოცნით განვდევნი.

სიზმრებისა და ფანტაზიის ტკბილი ქვეყნიდან
ტანზე ვიტოვებ მხურვალებას, ვნების სავალად,
ლავიწის ძვალთან დანატოვარ ტუჩის ნაკვალევს,
წაბლისფერ თმების ხვეულებით ვეღარ დავმალავ.

შენი სურნელი ააჩქარებს ჩემს გულისცემას,
მძაფრი ფერებით, მსურს, დაგიფრთხო ეგ მშვიდი ძილი,
რომ სიფხიზლეში გადასული გიჟური ნდომით
ცხელი სხეული დამიკოცნო ადრიან დილით


ნანახია: 476 | კომენტარები: 1 | ავტორი: სტუმარი

კომენტარი გვანცა ვივალდი-ს
0  
1 გვანცა ვივალდი   (2011-08-24 6:37 PM) [Entry]
ეს ლექსი გვანცა ვივალდი (მამისაშვილი)ს ეკუთვნის და როცა აკოპირებთ, ავტორის მითითება აუცილებელია smile
smile
Answer: saertod arc erti avtori ar maqvs mititebuli da simartle gitxra misi avtori arc vicodi samcuxarod.ise scori shenishvnaa,shenishvna migebulia.:):)





კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz