იმ სიყვარულს გაუმარჯოს, მოფერებით რომ გათბობს,
წუთით მასზე ოცნებითაც, გულში ყინვას რომ ადნობს,
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს,
ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი შავ თვალებს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება,
ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს,
ზამთარში რომ სარკმელთან ზის, გულში მალავს გაზაფხულს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს დიდი გრძნობა რომ ჰქვია,
ჩუმად მისთვის ბუტბუტებს და იასავით მორცხვია

ნანახია: 491 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz