სად გაქრა ჩემი სულის სინაზე
და სიყვარულის ნატიფი გრძნობა,
ბუნდოვან ხაზებს ვხაზავ მინაზე,
მელანქოლიამ ისევ მაჯობა. მე მახრჩობს ჩემი ფილოსოფია
და თავს ვიტანჯავ დიდი აზრებით,
ვეღარ გავუძლებ ამდენ ფობიას,
საკუთარ თავში რად ვირაზები.
მსურს დავამსხვრიო ჩემს ირგვლივ მინა,
თავისუფლების ვიგემო წვიმა,
ურჩო ფიქრებო დატოვეთ ბინა!
რომ გულს დაუთმოს ადგილი ტვინმა.
სიძულვილს ისევ სიყვარული სჯობს,
თუ გიკეთია მისი სათვალე,
გული თუ ერთხელ ბოღმით აგევსო,
იქვე, იმწამსვე მოკვდი ჩათვალე.