|
|
აღარ მაცოცხლებენ შენი ბარათები... ნიავს მომეფეროს, აღარ დააბარე... ნუთუ მოახლოვდა უკვე შამათები... ნუთუ ყველაფერი წარსულს ჩააბარე?..
თუმცა შეინიღბე მიმიკრიასავით, თუმცა მაგ თვალებში სევდა დაიმალა... არ მსურს მოვიბუზო მე ნიბლიასავით... არ მსურს დავიჯერო - გული დაიღალა...
მჯერა გრძნობაც, ვნებაც ორივ უბიწოა... მჯერა ეს სიგიჟე სიბრძნეს ეჯიბრება... ჩვენი სიყვარული მანამ იარსებებს, სანამ ერთმანეთი გულით გვესიზმრება
|
ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|