|
|
ცრემლი ფერფლად დაიღვარა წუხელ,
მარტოობის ნაკვალევზე ვდგები,
შენი ტუჩის კუთხეების ბუდე,
ისევ ისე მიზიდავს და ვთვრები..
მაგ თვალებით ნუ მიყურებ მტკიცედ,
თორემ ისევ დამათრობს და შემშლის,
ჩამეხუტე, ჩამეკარი ძლიერ,
შენი სითბო, სიყვარული მშველის.
შენი ტუჩის გემო მინდა ვიგრძნო,
გაშლილ მხრებზე თავი მედოს მშვიდად,
ჩუმად გითხრა რაც სათქმელი იყო
ან არ იყო, ან და უკვე ითქვა.
გზაზე ისევ მარტოდმარტო ვდგევარ,
ყველაფერი უკვე არის გვიან,
საფეხურებს კანტი კუნტად ვხედავ,
მომავალს კი უშენობა ჰქვია!
|
ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|