მე მოვალ როგორც გაწვდილი ხელი,
შენი უბიდან ავკრეფ გვირილებს
და რაც ვიგიჟე ანდა ვიხელე,
მაგ შენს მკლავებში დავაგვირგვინებ...

მე შენში დავლევ წითელ ღვინოებს
შენამდე წვეთ-წვეთ ნამარხულევი,
გამოვთვრები და აღარ ვინანებ
რომ მომნუსხე და გამასულელე...

რომ შევალიე მთელი ზაფხული
შენზე ოცნება რომ დამეძლია,
და შავი დღისთვის შემონახული
ბოლო ძალებიც გამომელია...

რომ ცელქი ვნება დაეტყო ხელებს
მანამდე ცივს და სისხლისგან დაცლილს,
შენს დასალევად ყელს მოვიღერებ
და შენს სხეულზე სუფრასაც გავშლი...

ლოთებმა სულ სხვა იციან ლხინი
ჩვენ სხვები ვართ და ჩვენი ვიცოდეთ,
მე მოვალ როგორც გაწვდილი ხელი
შენ სავსე მკერდი გამომიწოდე...

ნანახია: 456 | კომენტარები: 1 | ავტორი: სტუმარი

კომენტარი vaja12-ს
0  
1 vaja12   (2010-08-31 3:14 AM) [Entry]
sxvatashoris dzalian lamazi leqsebia gaixaret tqven





კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz