|
|
ჩემი ჭაღარა მინდა გიყვარდეს, შემოჩვეული თმებში მალულად, აწი იქნებ და ვერ გავიღიმო, ისე ნაზად და ისე ქალურად.
როგორც წლების წინ გამოხედვაში, ხტოდნენ, ანცობდნენ ცელქი ჭინკები, ვერ აგისრულო ეგებ ბევრი და ამიტომ ბევრსაც ვეღარ გპირდები.
ჩემი ნაოჭი მინდა გიყვარდეს, თვალების ქვეშ, რომ ხაზავს რვიანებს, ვერ ამიტაცებ ხელში აწი და ჰაერშიც ვეღარ დამატრიალებ...
რა ვუყოთ მერე?! ჩვენ არ ვიდარდოთ, ჩვენს ნაცვლად დარდი ზიდოს ფიქრებმა, ჩემი დამჭკნარი პეშვიდან წყალი, ისევ ისეთი ტკბილი იქნება.
და მინავლული ცეცხლიც გამათბობს, შენი თვალების ნაპირებიდან და მე გავზომავ მანძილს ყოველთვის, ასრულებამდე-დაპირებიდან!
|
ნანახია: 506 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|