ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით, თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები. ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.
აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე, თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს, გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.
ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა, მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა. გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო, რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით... სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები! ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი, ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია... ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი, მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...
სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად, ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია... მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება? ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...
ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ... ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები, მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...
ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას, ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან... და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად, როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან