ღამის ჩრდილები ჩემს კარებთან დგანან დარაჯად, მისი თვალების წყვდიადი კი ჩემს თვალებს უმზერს, თმებიც ბალიშზე ბეჭდის რგოლად თითქოს დალაგდა, ნაზ ჩურჩულს ვისმენ და მალამოდ მედება გულზე.
ნუ წახვალ, ღამევ, შენთან ყოფნა სიყვარულს შვენის, ბნელით შემოსე ჯადოსნური მისი სამყარო, დროვ, შეაჩერე შენც საათი ბებერი ხელით, ამ საოცარი ღამით ტკბობა რომ დამაცალო.
მაგრამ თენდება და ჩრდილები იხევენ უკან, მიბნედილ თვალთა მზერა თითქოს უკვე დამორცხვდა. ის აცახცახდა, სახით მკერდზე მომეკრა მწუხარს. ო, რა იქნება, დააყოვნე, მზეო, ამოსვლა!