ხარ გათენება, 
მზის ამოსვლა შუაღამეში,
მხოლოდ ცის ფერებს ითვისებენ შენი ფუნჯები,
სველი ქუჩიდან შემოხვედი გამშრალ თვალებში,
მოვალ,
დავწვები შენს ტანზე და გავირუჯები.

დღესაც ცხოვრება ბალამუტი ნერვებს მიშლიდა,
გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა,
მე ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე
და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.

მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა,
ეს ერთი დიდი სისულელე,
სრული აბსურდი,
დოგმადქეული მოძღვრებები აღარ დავიცვა
და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.

ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი,
ცაშიც,
მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ,
გთხოვ,
მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე
და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.

სადღაც ღამდება,
მოვდევ ქუჩებს,
დრო არ ისვენებს,
იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს,
სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე.

ნანახია: 460 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz