შენ გაზაფხულის სურნელებას მოჰყევი დედი, რომ შენს გარეშე იებს მოსვლა ვერ გაებედა. სხვა სილამაზე არრა არის ამაზე მეტი, თვალებიანად რომ მიღიმი ყოველთვის,დედა! რომ ფაქიზ სულში დაცურავენ აისბერგები, მზე და ღრუბლები, ოცნებები, ნატვრები, მე და ... ისე დიდი ხარ, არასოდეს არ დაბერდები, ისე წმიდა ხარ, როგორც ლოცვა , ძვირფასო, დედა! მე ჩენს ბავშვობას სარკესავით ვუმზერ თვალებში და მეშინია შემოპარულ თმაში ჭაღარის... შენ დაიბადე უსასრულო ოკეანეში, ჩემი ბავშვობა უტიფარი, აი, აქ არის. მოვალ ისე,რომ მოგიტანო მთელი სამყარო, გითხრა ის, რასაც ვერასოდეს გიმღერებს გედი. მე ნაადრევი გაზაფხული მინდა გახარო: -ყოჩივარდები შემოსულა, შეხედე, დედი! შენ ოქროსყანის სურნელებას მოჰყევი, თითქოს, რომ შენს გარეშე იებს მოსვლა ვერ გაებედა, ამაზე მეტი სილამაზე , რა უნდა იყოს, თვალებიანად რომ მიღიმი ყოველთვის ,დედა...