მოდი გადაგრიო სუნთქვით, მინდა გეთამაშო თმაში, თვალში მოგაჩერდე წუთით, როგორც გულუბრყვილო ბავშვი.. მერე გავაღვიძო ქალი ჩემში,სასწავლი მაქვს ბევრი, როგორც მოსახდელი ვალი, როგორც დასაღვრელი ცრემლი.. როგორ აგიჩქარო სუნთქვა, როგორ მოგაფიქრდე თავში, ისე ჩაგიხუტებ ისე, ხელებს არასოდეს გავშლი.. მოდი განაწილდი ჩემში, მოდი გიჩურჩულო ყურში, მოდი ამიყვანე ხელში, მერე ჩამიხუტე გულში..