ღმერთო რა ძნელი ყოფილა რეალობა, ღმერთო რამხელა ტკივილი დევს რეალობაში...
ისევ მინდა ზღაპრების სამყაროში…ისეევ მინდა… მენატრება… ჩემი ფრთები მენატრება, რომლითაც დავფრინავდი ზღაპრების და ოცნებების ტკბილ სამყაროში...… ნუთუ აღარასდროს დავბრუნდები იქ..? გავიზარდე ამისთვის..? აბა ზღაპრების სამყაროში არავინ იზრდებაო..? მაგრამ მე გაზრდა მინდოდა...… რა რთულია, როცა ნატვრა გიხდება და ხვდები, რომ ეს არ უნდა გენატრა… ძნელია… მართლა ძნელია ოცნების გარეშე..! მიჭირს.. ადრე უშენობა მიჭირდა, ეხლა უსიყვარულობა მიჭირს.… მინდა რომ კვლავ მიყვარდე, შენით ვიღვიძებდე, შენით ვიძინებდე.. შენზე ვფიქრობდე.. ყველაფერს რასაც ვაკეთებ შენთვის ვაკეთებდე.. ის დრო მენატრება… აი ის დრო რომ დავფრინავდი და შენც რომ დაფრინავდი ჩემთან ერთად… კიდევ იცი რა მენატრება..? ის ბილიკი მენატრება, გემით რომ იწყებოდა და… ბილიკის ბოლოს მთავრდებოდა.. მაგრამ ეს ბილიკი ჩემს გულში გრძელდებოდა..… თურმე ჩემს გულშიც ჰქონია დასასრული ამ ბილიკს… თურმე ყველაფერი მთავრდება..!…ო, როგორ არ მინდოდა ამის დამთავრება, ო, როგორ ვავედრებდი ღმერთს ამ სიყვარულს.. იცი? ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ ნამდვილი სიყვარული მუდმივია… ეს მორჩა, ჩემი სიყვარული მორჩა და ეხლა ასე აღარ ვფიქრობ.. ვთვლი, რომ ეს ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობა იყო… მიყვარდი ძალიან ძალიან.. მართლა მართლა...… არ მინდათქო ფრთების მოხსნა ვამბობდი… მაგრამ მაინც მოვიხსენი, ან თავისით გაქრა.. ალბათ შევაწუხე ოცნებები და ოცნების ფერიამ, კეთილმა, საყვარელმა ფერიამ წამართვა ფრთები..…უკვე გაიზარდეო და გაიღვიძე ცხოვრება უნდა ისწავლოო ასე მითხრა...… მეც ადვილი მეგონა ცხოვრება, ან რაუნდა ოცნებასთქო… თუ ცხოვრება დამღლის ისევ ვიფრენ და ვიოცნებებთქო… მაგრამ ის ძვირფასი რაღაცაც წამართვეს რაც ფრენაში მეხმარებოდა... იცი რა გავიგე ოცნებების სამყაროში? თურმე სიყვარული და ოცნება ტყუპები ყოფილან და ძალიან ყვარებიათ ერთმანეთი.. თუ ერთი მოვიდა მეორეც მოყვება… ხოდა სიყვარულმაც მითხრა რომ გაიზარდეო.. მე გასწავლეო სიყვარულიო და მალე კიდევ გესტუმრებიო… მე კიდე არ მინდა სხვისი სიყვარული… ისევ შენი სიყვარული მინდა… იცი? ისევ ვოცნებობ… იცი რაზე? ვოცნებობ, რომ უბრალოდ ეხლა სიზმრების სამყაროში მოვხვდი და რომ გავიღვიძებ ისევ ოცნების სამყაროში აღმოვჩნდები…იცი კიდე რაზე ვოცნებობ? რომ კვლავ შემიყვარდები… იცი? ისევ სულ შენზე ვფიქრობ… იცი...… იცი..…იცი.. მგონი მენატრები..!!!