ოღონდ ნუ მეტყვი რომ სხვაში შემეშალე, თანაც ასე მწარედ, მე ხომ ის მგონიხარ, წლების ძებნის შემდეგ ძლივს რომ შეგიყვარე, ხოდა შეგიყვარე ახლა მეშინია, ნუთუ მიმატოვებ, და თუ მაინც წახვალ ისე მაინც წადი, რწმენა დამიტოვე.
რწმენა იმისა რომ ჩვენი სიყვარული ძველ გროშს სულ არ ჰგავდა, რწმენა იმისა რომ ჩემმა ერთგულებამ ფასი არ დაკარგა! მაინც დაგიფიცებ, მაინც მოგინატრებ ,მაინც მეყვარები, ლამის შევიშალო, ლამის შევიშალო ისე მენატრები!