გამოაღე სარკმელი, მინდა გითხრა კიდევ რაღაც კიდევ დამრჩა სათქმელი მოგიყვები, რაც კი რამე მომადგება ენაზე. არ დამიწყო,,ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე ისე გამოგეპრანჭები ამ ჭერმების ჯინაზე, თვალს ვერ მომწყვეტ, გეფიცები, გადაგივლის სიბრაზე ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ, როს გავიგებ ზარების ხმას, საკვირაო წირვაზე, გიჩურჩულებ რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ. არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე. გამოაღე, გამოაღე, გამოაღე სარკმელი, მინდა გითხრა კიდევ რაღაც, კიდევ დამრჩა სათქმელi