პალმების შრიალს ზღვის გრიალი ერთვის და ერწყმის, მე კი ნაპირზე ფერად კენჭებს ვაგროვებ შენთვის, ლურჯი ტალღები იეს ვნებით გიკრავენ გულში, მე მეჯიბრება მგონი ყველა შენს სიყვარულში. მალიმალ მიხმობ, შენ მიაპობ ალისფერ ზვირთებს და ვერ მოდიხარ, ზღვა არ გიშვებს თანდათან გითრევს ის გეფერება სიყვარულის შიშის ფეთებით ზღვასაც უყვარხარ და საჩემოდ არ ემეტები. ზღვას შევეცოდე შენი თავი ისევ დამითმო და შენც ნაპირთან გამოცურე მხლოდ ამიტომ, ათასი კოცნით მზემ აგიშრო მლაშე ცრემლები მზე რომ მზე არის მასაც ჩემთვის არ ემეტები.