მე შემიძლია რომ გიყურო აუღელვებლად, 
შევეხო შენს ხელს, თითქოს ხელი არც კი მიხლია.
მე შემიძლია გაგიარო, როგორც შორეულს,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია.
მე შემიძლია რომ გავუძლო მაგ თვალთა მზერას,
გაგესაუბრო ყველაფერზე რაც მიფიქრია.
მე შემიძლია გაბრაზებით მოგიხსენიო,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია.
მე შემიძლია დავივიწყო ყველა ბილიკი,
ბილიკი, რომლის წყალობითაც შენსკენ მივლია,
მე შემიძლია არ მიყვარდე ჩემო ძვირფასო,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია!...

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz