გიამბო? ჩემთან შემოდგომა როდის გაწვიმდა, როდის გაიძრო ცამ ცისფერი, თხელი პერანგი, ქარი კი ღამით ფერმიხდილი, უფრო დამძიმდა, სუნთქვას აართვა შენზე ფიქრი, სანამ გეძახდი. თვალებს წამები შემოეჭდო გაყინულ სალტედ, უთოვლო იყო დეკემბერიც, ყრუ ტკივილებით, მინაზე სუნთქვად გიტოვებდი ლოდინის რკალებს, არითმიულად არეული, სველი თითებით. გიამბო? ჩემი მოლოდინი როდის დაბერდა? როცა დამტოვე, მე კი ასე უხმოდ გელოდი, როცა სიბაცე შეეპარა, ნაფერებ სიტყვებს, მოსვლას დამპირდი და უღმერთოდ აღარ მოხვედი...