მე შენ გელოდები, წვიმამ დამასველა. 
ისე ჩაიარე, არ მოგიხედია,
მლაშე ცრემლმა ლოყებს ნამად დააწვიმა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
გულში ფიქრი შფოთავს და მე ვეღარ ვხედავ
ირგვლივ თურმე ლურჯი იებია,
ჩემთვის გაიმეტე მხოლოდ მძიმე სევდა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
უშენოდ გულმა ვეღარ მოისვენა,
ჩრდილად რომ დაყვება ჩემი ფიქრებია,
სხვისთვის გაიღიმა შენმა თვალთა ეშხმა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
ჩემთან არ მოდიხარ, უკვე დამივიწყე,
მძივად რომ ავკინძე, ჩემი ცრემლებია,
ვიცი, ძველებურად აღარ გამიღიმებ,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.

ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz