მომიყევი შენი ფიქრი, შენს კალთაზე დამაძინე,
შემიცურე თმაში ხელი, მონატრება ამაცილე,

დამაძინე ისე, როგორც არასოდეს მიძინია,
დამასიზმრე სხეულების და სულების იდილია.

ამისრულე მხოლოდ ჩემი უსასრულო გზის ოცნება:
გამატარე მე შენს დროში, ამიხსენი საოცრება

თუ არსებობს კიდევ სადმე, ან სამყაროს დასასრული?
თუ გამათბობს შენი ცქერა და მომანდე შენი სული.
უდაბნოში ჩემთვის ქვიშა ზღვის კენჭებად ხომ აქციე,
გაამდიდრე ცაზეც ვნება, სიზმარეთში გააქციე,

გადაფანტე გრაციული სმარაგდების სიყვარული,
გამიმრავლდი, გამიმრავლდი, მომანდომე შენთან რული.

რომ ვერავინ მიხვდეს ჩვენს ფიქრს, ყველა ისე დააბნიე
და ველური საფირებით სიყვარული დამაბნიე.

ნანახია: 417 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz