როგორც უსაშველოდ მენატრები, ისე უსაშველოდ წვიმს, დღეს მე ვერაფერი გამახარებს, დღეს მე ყველაფერი მწყინს, სულში ცივი ქარი მეპარება, დღეს მე ყველაფერი მშურს, შენი გაღიმება მენატრება, შენთან მარტოობა მსურს, ხმელი ფოთოლივით მოფარფატე, ძალაგამოლეულ სულს, შენთან შეხვედრები მაცოცხლებს და შენთან განშორება მძულს…