"რატომღაც მჯერა ყველაფერი გამოსწორდება,

კეთილს კეთილად მოვნათლავთ და ბოროტს ბოროდად,

მაგრამ ვაი რომ საწუთროა ჩვენი ცხოვრება

და ეკლიანი აღმართია ბედის გოლგოთა.

რატომღაც მჯერა კვლავ ვიპოვით, ვინაც დავკარგეთ

და სამუდამოდ დავრწმუნდებით, გრძნობა არ კვდება,

მოდით, დავლიოთ უიმედო ლოდინის ბარემ,

თორემ სიყვარულს ჭაღარასთან აგვიანდება.

მოდით დავლიოთ იმ დღეების შესანდობარი,

ჩვენ რომ გვეგონა, რაღაც იყო, რაღაც დატოვა,

მისი ხსოვნა დამოგონება, რომ ვერ მოვკალით,

მტკივან წარსულთან, ცრემლიანი ვინც მიგატოვა.

რატომღაც მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება,

ოღონდ ტკივილში არ მიმტყუნო, სულო ძლიერო,

ეს გაუმარჯოს ბეწვის ხიდზე გავლილ ცხოვრებას

და ღალატისთვის გადაუხდელ სამაგიოროს..."

ნანახია: 503 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz