დახატე ქარი... 
და დაარქვი
ჩემი სახელი,
დახატე წვიმა...
დაინახე
ჩემი ცრემლები...
შემოძარცვული
ხე იქნება
ჩემი სხეული,-
და გაზაფხულზე,
რომ გაგათბობს,
ის მზე ვიქნები!...
ყველა ნახატში
გამაბნიე...
და დამინახე...
ვერცხლისწყალივით
დავშლი სულს და...
ნახატში დავღვრი!
შენ შემქმნი ისეთს...
რომ შენს მეტი
ვერ დამინახავს,
მადლით გაგავსებ...
და იმ მადლსაც
სულში ჩაგიღვრი!
დახატე ღამე...
ვარსკვლავებად
მოვწყდები ზეცას,
ზღვიდან აფრენილ
თოლიაშიც
მე დამინახე...
ჩემი თვალებით
გამოგხედავს
ღამე ჩარჩოდან,-

შენს ნახატებში
გამაცოცხლე...
და შემინახე!..

დახატე ქარი...
და დაარქვი
ჩემი სახელი...

ნანახია: 473 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz