ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,

კარგა ხანია, რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით,

უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,

სწორედ ამიტომ არავინ იცის მე და შენს გარდა,

თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა,

ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა,

როცა შენტან ვარ მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,

ხმამაღლა ვერა მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერი,

მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს სხვაგვარი ეშხი,

რამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში,

რა ოცნებებით შევცქერით ცას რა გარინდებით,

თუმცა კი ვიცი რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით,

და მაინც ჩემო, არ ვნანობ რომ ასე მოხდა,

ჰო წუხელ მართლა რა საოცრად რა თეთრად თოვდაა..

ნანახია: 473 | კომენტარები: 1 | ავტორი: სტუმარი

კომენტარი Temuri Nodia-ს
0  
1 Temo   (2010-09-11 0:18 AM) [Entry]
magari leqsia, martla kargia, tumca farulia, magram siyvarulia da damaluli tu moparuli, upro tkbilia...





კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz