დამთავრდაო,ხომ მითხარი,

დაგავიწყდა?

ეხლა უკვე რაღას ელი ჩემგან პასუხს,
სიყვარულში შენ ხომ ერთხელ გაგიმართლა, მე არცერთხელ, ამიტომაც გიწვევ წასულს.


წავედიო,ხომ მითხარი,

რად გაჩერდი?

ერთხელ წასვლით ბევრჯერ წასვლა გამოგივა,
წაიყოლე ყველა ფიქრი შფოთიანი, თორემ ფიქრი ამტკივდა და ტკივილს მიღმა....

დამირჩება იარები შეგრძნებების

მას სახელებს გადაარქმევ -რაც ეწერა,

ერთი ბეწო სიცოცხლე მაქვს გასავლელი, თუ დამაცდის სიყვარული,გაიწევა.

დამთავრდაო,რომ მითხარი,გაგახსენო?

რატომ გითრევს უკან-უკან ეგ ფეხები,

შეგიყვარდი ალბათ ამდენ ბოდიალში,

ან არ იმჩნევ სიბრალულით რომ ფერხდები.

ნანახია: 463 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz