ძნელია მონატრება.. ძალიან ძნელი, მაგრამ ამასთან ერთად ტკბილიც არის, როდესაც უკვე შეხვდები იმას, ვინც გენატრება.

ვისაც მონატრება არ გამოუცდია,ის სიახლოვის ფასს ვერ გაიგებს!

მონატრება ალბათ ყველაფერი იმის დაუცხრომელი ნდომაა, რაც იმ ადამიანში გიყვარს და აფასებ.

მონატრება არის ყველაზე გამოუცნობი, ყველაზე ძლიერი და იდუმალი გრძნობა.

ჩანახატი მონატრებაზე

ისევ მონატრება...ისევ სინანული....ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი...
რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ახლაც შენზე ვწერ... მაინც შენზე ფიქრები მატკიებს თავს....და გულს....
იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული...
იცი რატომ?...არც მე ვიცი....
ფიქრი ძნელია?...ძალიან...თან უშენოდ...
დრო ნელია?...ალბათ არც მიდის....
წამები...წუთები.....ერთი, თუ ორი საათი...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი...იმით, რომ შემეძლო მეცქირა შენი ნაღვლიანი თვალებისთვის....
...ჩუმად ვბუტბუტებ შენთვის ნაჩუქარ ფრაზებს....ისევ ისე მენატრები...
იცი რა მსურს?... შენთან ყოფნა....
იცი რას ვგრძნობ?...უაზრო და ტკივილიან მონატრებას...
იცი რა ვიცი?... რომ მიყვარხარ და მეყვარები....
შენ კი?...ალბათ ძველებურად აღარ გენატრები.....

ნანახია: 763 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz