|
|
მაპატიე თუ სათქმელი ვერ გითხარი,
გულში გრძნობა დავხუთე და დავატიე,
თუმცა ევას მემკვიდრე ვარ,მაგრამ მაინც,
ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე...
მაპატიე დაბნეული თვალები და
გაზაფხულზე არ გაუწყრე ამაყ იებს,
მაპატიე მოპარული წამები და
გაზაფხულის ოცნებები მაპატიე.
მაპატიე თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქრობ,
და ეს ღამეც მარტომ თეთრად გავათიე,
მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლები და
ახლანდელი სიყვარული მაპატიე...
მაპატიე ეს ურითმო სტრიქონები,
გრძნობების ზღვა სიტყვებად რომ დავაბნიე,
მაპატიე ეს გულწრფელი მონატრება,
ეს უმწიკვლო სიყვარული მაპატიე!..
|
ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|