არ ჩაგეძინოს... ჩვენ ხომ, ჯერ ახლა ვიწყებთ სიცოცხლეს.. არ ჩაგეძინოს... შეხედე ამ ცას, ფეხქვეშ გვეგება. ვარდისფერდება მთები, შორეულ აღმოსავლეთში. და დღეს ახლოა, ჩვენს ოცნებებთან შუბლით შეხება. არ ჩაგეძინოს, თორემ, ხომ ხედავ მიდის სიცოცხლე... არ ჩაგეძინოს, ჰა, სადაცაა უკვე თენდება. არ ჩაგეძინოს, თორემ ვერ იგრძნობ როგორ გაკოცებ და შენ ეს კოცნაც, აღარასოდეს გაგახსენდება. არ ჩაგეძინოს, სანამ ჩემს ნაკვთებს, შენი თითები იმახსოვრებენ. არ ჩაგეძინოს, შეხედე თვალებს, მასში შუქია. სხვისი თვალები, როცა ქრებიან. ეხლა იგრძნობა – სიცოცხლის ფასი, აქ, შენთან ახლოს... სანამ ჩემთან ხარ, თითები - თითებს ეფერებიან. არ ჩაგეძინოს... არ ჩაგეძინოს... არ ჩაგეძინოს...