იცი როგორ ვერ გიტან…? ვერ გიტან იმის გამო, რომიცი რო უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, რომ ვერ ვისწავლე ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის, იცი და მაინც ფიქრობ, რომ არ მჭირდები…
როგორ ვერ გიტან, რადგან იცი , რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და მაინც მარტო დამტოვებ… მე უშენოდ გაცილებით უფრო მეტად მიჭირს ვიდრე შენ უჩემოდ… რატო? იქნებ არ გიყვარვარ ისე, როგორც მე მიყვარხარ? ძალიან , ძალიან…. ან იქნებ შენ ხარ ძალიან ძლიერი ასეთი გრძნობისთვის...?
შენთან არასდროს ვყოფილვარ უსაზღვროდ ბედნიერი… მაგრამ უშენოდ აღარაფერი მინდა… სუნთქვა მიმძიმს … ღიმილის ძალა აღარმაქვს… უშენოდ ჩემთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა…
მაგრამ ვეღარავინ ვეღარასოდეს დაინახავს ცრემლს ჩემს თვალზე… ვერავინ ვერასოდეს გაიგებს რის ფასად მიჯდება ეს ღიმილი და რა მესიზმრება მაშინ ,როცა სველი წამწამებითვიღვიძებ…