|
|
მე თურმე მართლა მომნატრებია,
შენი ლამაზი,თბილი სიტყვები,
შენზე ოცნება შემომჩვევია,
შენს მოლოდინში ფიქრებს მივყვები.
დღეს უშენობა ძლიერ მაწუხებს,
დღე შენს გარეშე ჩემთვის ბნელია,
შენზე ფიქრები ღამეს მინათებს,
ჩემი ფიქრები შენ ერთს გელიან.
მომნატრებიხარ ისე ძლიერად,
ამ მონატრებას ვეღარ ვერევი,
შენს დავიწყებას შევძლებდი,მაგრამ
მე უშენობას ვერ შეველევი!
|
ნანახია: 466 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|