ალბათ გულს ვერასოდეს უბრძანებ სიყვარულს...მისი შენარჩუნება უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს: პასუხისმგებლობის გრძნობა ერთი-ორად ზრდის ეჭვებს, ფიქრსა თუ ოცნებას. 
ყველა შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ჰგავს. მათთვის მთავარია უყვარდეთ და ენატრებოდეთ, ფიქრობდნენ და ოცნებობდნენ...
ცხოვრებაში სიყვარულის ყოველი დღე ტკივილია, ტკივილი კი თვითონ სიყვარულია. რომლისთვისაც უნდა ეწამო. სამსხვერპლოზე უნდა მიიტანო შენი გრძნობები, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს. ჭეშმარიტ სიყვარულს სწორედ ეს შეჰფერის.
სიყვარული ხომ ის გრძნობაა, რომელსაც ნებისმიერ რისკზე მიჰყავს ადამიანი, ცხოვრება კი სიურპრიზია, უდიდესს მოითხოვს და უმცირესს გასცემს. სიყვარულის დაკარგვას ადამიანი ნებისმიერ წუთს უნდა ელოდოს. ეს ისე მოდის როგორც თვით სიყვარულის საწყისი ეტაპი.
დასაწყისს ყოველთვის დასასრული მოსდევს. არსებობს სიყვარულის ისეთი დასასრული, რომელიც სამუდამო ნაკვალევს ტოვებს ცხოვრების ბოლომდე. მაშინ ხომ წამიერად დაიმსხვრევა შენს თვალწინ უამრავი ფანტაზია, აუარებელი ოცნება და ეს ყველაფერი ერთ წამში განადგურდება, და განადგურდები შენც...თავი უსუსური გეგონება ისე როგორც არასდროს...შეურაცხყოფილი და გათელილი გაჰყვები ცხოვრების დინებას. უაზრო იქნება მთელი შენი დღეები. არავინ აღარ იარსებებს შენთვის. ცხოვრების ინტერესი დაიმსხვრევა და პატარა ნაწილაკებად იქცევა. უამრავი ცრემლი გაჩნდება თვალებზე...
დრო გავა...თითქოს შეეჩვევი მომხდარს, მაგრამ დაკარგულს ვერასდროს დათმობ, ვერასოდეს შეეგუები. როგორ შეუბრალებლად შეგვიძლია ერთმანეთს გული ვატკინოთ და ეს ტკივილი დაუვიწყარ მოგონებად ვატაროთ ცხოვრების ბოლომდე...
სიყვარული უდიდესი გრძნობაა, მას მხოლოდ გაცნობიერება სჭირდება. იგი უნდა შეიგრძნო. სიყვარული დიდია სულიერად, ხოლო არც ისე პატარა, როგორც იწერება ფურცლებზე:_მე შენ მიყვარხარ!...
...და ამ ერთ სიტყვაში ათას ერთი ღამეა გათეული, ამ ერთ ფრაზაში ბევრი ტკივილია ჩაქსოვილი. უაზრო აზრებს ადამიანები იმ დონემდე მიჰყავთ, რომ ერთმანეთს ჰკარგავენ. ეს ცხოვრების ბუნებრივი თვისებაა. ამ ბუნებრიობას კი თვითონ ადამიანები ჰქმნიან...

ნანახია: 471 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz