ღამდება. რიტმულად წიკწიკებს საათი. გელი და ჯინაზე დრო გადის ტაატით, გელი, სანთელივით ვიწვი. სიყვარულს სცოდნია ეს ელეთ-მელეთი... შეხება თბილი და ძლიერი ხელების თავს გადამავიწყებს, ვიცი.
ჩემთან ხარ და მაინც შენი მკლავს წყურვილი, თაფლისფერ თვალებში ჩამდგარი სურვილი _ კრიალი ოქროს და ვერცხლის... ეს არც ოცნებაა და არც სიზმარია, გიზგიზებს, მფერფლავს და მაინც მიხარია სხეულს მოდებული ცეცხლი.
თენდება. მაღვიძებს წიკწიკი საათის, დროც აღარ მიღოღავს კუსავით ტაატით, დღე უცვლის კალაპოტს გრძნობებს. უკვე ერთად ყოფნის დგება დასასრული... ხალხი, ტელეფონი, საქმე, სამსახური რატომღაც სიყვარულს მტრობენ.
ახლა მზის ჩასვლამდე სხვებს უნდა ვუყურო, ვიცხოვრო უშენოდ, ვიცხოვრო უგულოდ, ალბათ, მონატრება შემშლის... მაგრამ დაბინდდება და კვლავ გამოჩნდება სამყაროს ყველაზე დიდი საოცრება – შენგან დანთებული ცეცხლი.