გავლენ წლები და ჩემს თვალებში ჩაქრება სხივი, ო,როგორ არ მსურს,რომ ვიფიქრო სიბერის ჟამზე, ცხოვრებით დაღლილს,ყველაფერი მომაგონდება, დაღონებული ჩამოვჯდები გატეხილ სკამზე.
ის სიკეკლუცე,ის სინაზე ქარებს გაჰყვება და ჩამოჭკნება ერთ დროს ლამაზი,სათუთი სახე, გამახსენდება სიყვარული,გრძნობები ძველი და ის დღე როცა ძვირფასო ჩემო პირველად გნახე.
რატომღაც ჩემში შემოიჭრა შიში სიბერის, დრო ხომ უეცრად და ულმობელად სწრაფად გაივლის, ის სიყვარული,ახალგაზრდობა და აღმაფრენა იმ წლებთან ერთად,მოულოდნელად ალბათ ჩაივლის.
და მე ვერ ვხვდები რატომ შემიპყრო ამაზე ფიქრმა, ეს დროთა ჟამი,ალბათ ამდაგვარ ფიქრებსაც იწვევს, ო,როგორ არ მსურს რომ ვიფიქრო სიბერის ჟამზე, მოდი სიბერევ!მე სამომავლოდ დუელში გიწვევ...