ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ! არ მიყვარხარ და რომც მიყვარდე, ცრემლიან თვალებს მოგარიდებ, ვუძლებ სიშორეს, ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ, უშენობა თუნდაც მტკიოდეს, სიყვარულთანაც არასოდეს არ დავიჩოქებ. ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ! არ მაწამეს და რომც მაწამონ, მერე ჭრილობა დამიზილონ თუნდაც მარილით, ტკივილს ვიშორებ და სისუსტეს სხვას არ ვაჩვენებ, არა! ჩემს მტერთან არასოდეს არ დავიჩოქებ. ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ! არ მწყურია და რომც მწყუროდეს, სხვას წყლის სანაცვლოდ დამცირების ჰქონდეს საბაბი, თუ დავიჩოქებ დასალევად, მხოლოდ წყაროსთან, ადამიანთან? არასოდეს არ დავიჩოქებ. ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ! არასოდეს ნაცვლად არაფრის, ვინც არ იცოდა, დაიჯეროს, მინდა იცოდეს: მუხლზე დავდგები ერთადერთი - უფლის წინაშე, ეკლესიაში სალოცავად თუ დავიჩოქებ