|
|
ჩამახედა შენს ფიქრიან თვალებში,
გამასინჯა, შენი ბაგის გემო.
მინდა ვიგრძნო მწველი ცეცხლი ალერსის,
ტკივილო და სიხარულო ჩემო.
ამიშალა საღერღელი გონებამ,
შენზე ფიქრით გავიქარვებ წუხილს.
გრძნობას გული ისევ დაემონება,
ვერ დავმალავ გასაოცარ სურვილს:
ჩავიძირო შენს უძირო თვალებში,
ვგრძნობდე შენი ბაგეების გემოს,
მინდა მწვავდეს მხურვალება ალერსის,
ტკივილო და სიხარულო ჩემო.
|
ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|