რა მოხდებოდა რომ გყვარებოდი ჩემსავით მაგრად რა მოხდებოდა შემსხმოდა ფრთები მე თეთრი მტრედის მაშინ გნახავდი მე, მე კიდევ ერთხელ უკანასკნელად, დავადნებოდი მე შენს ბაგეებს ვით ფიფქი თეთრი... მე ვიგემებდი შენს ტუჩებს უკანასკნელად, გეტყოდი კიდევ რომ ვერ გივიწყებ ისევ მიყვარხარ... უკანასკნელად ჩაგხედავდი მე მაგ თვალებში, და მე ვით მტრედი მივაშურებდი ცისა კამარას!...