რაღაც უცნაური დადგა შემოდგომა,
ფოთლები ტყუიან ცისარტყლის ფერებად,
ღრუბლები გაუწყრნენ დედა ბუნებას,
მზეც გამებუტა და აღარ მეფერება.

სადღაც გამეპარა ზაფხულის ამბორი,
თითქოს გვემალება მე და შემოდგომას,
ქარი ჩამჩურჩულებს რაღაც კალამბურებს
- დაგვიწყებიაო ჩემთან გვერდში დგომა.

ვერც ის ვერ გავიგე ამ ღამეს რა უნდა,
რაღაც გაცრეცილი ახურავს ლეჩაქი,
ლანდივით დამყვება, ქარივით დამცინის
- ვერ გამექცევიო, ქილიკით მეძახის.

მიწაც კი ქვევიდან მიყურებს ამრეზით,
მიღიმის ხანდახან ვით მგელი საკბილოს,
- შენც კი დაცვენილი ფოთლების ბედის ხარ
ვინ ეღირსებაო ღვთიურ სანაპიროს.

და მხოლოდ შენა ხარ ვისაც ეღიმება,
ზემოდან დაყურებ მიწიერ სამყაროს
- სიყვარულს ამქვეყნად ვინ მოერევაო?
გვიყვარს და აწიო ვინ უნდა გაგვყაროს?

მამშვიდებ და მეც ვწყნარდები ბავშვივით,
ვეღარც შემოდგომა მიმოქრის ფიქრებად,
არც ღამე, არც ქარი, არც მიწის მუქარა
არ მაკრთობს, არ მიღირს აწ არდავიწყებად

რადგანაც შენა ხარ ამ სულის მალამო
შენა ხარ სიცოცხლე და ამ გულისცემა
მე შენში ისეთი ვიპოვე სამყარო
რომელიც მარადის სიყვარულს მპირდება

ნანახია: 482 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz