მითხარი რომ თბილისის ცა ლურჯია
მითხარი რომ იქ სიცოცხლე ღირდა
თორემ სული სევდით ისე დამძიმდა
აღარც ვიცი აბა როგორ გითხრა;
რომ მნათობნი ღამით ციდან ცვიოდნენ
მე კი ნატვრაც ვერ ჩავუთქვი რატომ...
ნუთუ მართლაც უსუსური ბუჩქი ვარ
და ფიფქები სევდასავით მათოვს.
მითხარით რომ სიყვარული არსებობს,
მითხარით რომ თავს სწირავენ სხვისთვის,
უსამშობლოდ გული ისე გაცივდა
არ დავიხევ უკან არაფრისთვის.
ოღონდ აზრი ქონდეს ყოფნას ქვეყნად
ასეთი დღის გათენებას ველი,
ალიონზე მხოლოდ მისთვის ავდგეთ
რომ ვიღაცას გავუმართოდ ხელი.
მითხარით რომ მართალია ყველა,
რომ ამქვეყნად მარტოდმარტო ვცოდავ,
მითხარით რომ შეიცვალა რაღაც
თორემ ყოფნა მინდა ქვეყნად აღარ.
მესაუბრეთ სიკეთეზე ქვეყნის
შემახედეთ როგორ უყვართ ღმერთი,
მომიყევით ქართველებზე რამე
გამახარეთ თუნდაც ერთი ღამე...
უცხოეთის ცის ქვეშ ვნახე სევდა
სულ სხვა არის მთაწმინდაზე ღამე,
გამიმრთელეთ დასერილი გული
ქართველებზე მომიყევით რამე!!!!!

ნანახია: 508 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz