|
|
მთელ სამყაროში გეძებდი და მაინც გიპოვნე,
მერე კი.. შენში შევიგრძენი მთელი სამყარო,
მე ცოდვილი ვარ,დევნილი და მიუსაფარი
და ნუ ეცდები მაგ თვალების ჩრდილსაც გამყარო.
მე მოგიძღვენი გული კი არა მთელი სხეული,
სულზე ბოდიში....სულზე მხოლოდ ქრისტეს ვამეფებ,
კვლავ გადღეგრძელებ აღგზნებული,გადარეული...
და თრობის დოზას ალბათ დღესაც გადავამეტებ....
|
ნანახია: 472 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|