|
|
იცი ისევ ისე მომენატრე გახსოვს ერთ დროს თავს რო გახსენებდი? იცი უშენობა გამიჭირდა გული დამიღამდა ნათენები.
იცი შენზე ისევ იმას ვფიქრობ ერთ დროს რა ფიქრებიც მაწითლებდა, იცი შენი სითბო მომაკლდა და ჩემი მარტოობაც ამიმხედრდა.
იცი როგორ ძაან მომენატრე როგორც გაყინულ ჩიტს გაზაფხული, როგორც ღამეს დღე და როგორც ავდარს დარი როგორც სიმყუდროვე დაკარგული,
იცი როგორ მინდა ყველაფერი მარტს ან მარტო ვნებას დავაბრალო ჩემს თავს შენთან ჩუმად გამოვექცე ჩვენი ზამთარი რო დავამთავრო
იცი . . . ისევ ძაან მომენატრე . . .
|
ნანახია: 447 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|