მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად,
რომ ჩამისუნთქო,
მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით
ჩუმად ვინახავ,
მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ,
ცაში ვიქნები,
და "ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი,
ხომ დამინახავ…
მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად,
რომ წამიკითხო,
მერე დადუმდე…
დაგადუმებს დროის დაკარგვა,
მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო,
რომ ერთხელ მაინც მოგენატროს
ჩემი დანახვა…

ნანახია: 265 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz