|
|
ცა მარტოობამ ცრემლით დასერა, მზის სხივმა კოცნა მოსტაცა ივნისს, რა ვქნა, თუ მწვავდა სხვა ბედისწერა, რა ვქნა, ვერ ვუძლებ ამ გულისტკივილს.
აკაციის ქვეშ ტიროდა ღამე და ჩემს ოცნებას ფრთები სტყდებოდა, მემატიანე ფურცლავდა დარდებს დარდებს,რომლებიც მებევრებოდა.
მატარებელი მიქროდა და ჩვენ თვალები გვწვავდა,მანძილი გვწყინდა, ვნებას, რომელსაც მორალით კლავენ, ჩვენთვის ის იყო ყველაზე წმინდა,
ფუჭ ოცნებებში ვკარგავდით წუთებს, მღელვარე სულის დაიმსხვრა მინა, ჩვენ ერთმანეთზე ვხატავდით სიზმრებს, სხვის სასთუმალზე როცა გვეძინა...
ფიქრი წარსულზე ხშირად მაწვალებს, ბედისწერასთან ბარათებს ვგზავნი და ისევ ველი იმ მატარებელს, სადაც გავხდები კვლავ შენი მგზავრი..
|
ნანახია: 436 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|