დამაკლდი, 
როგორც ერთი წვეთი სურაში ჩარჩენილი
მათრობელა სითხის
ბოლომდე ვერდასალევად.
დამაკლდი
როგორც დილის ნამი
ფეხისგულებს რომ მიწვავს
თავისი სინაზით.
დამაკლდი
როგორც დილის ნიავი
მშფოთვარე ღამის შემდეგ
სულის დასაწყნარებლად.
დამაკლდი
როგორც მონატრება ჩემი
ვერგამხელილი ფიქრების...
დამაკლდი
როგორც სიცოცხლე
და ეკლიანი ბილიკებით მავალს
შენი მონატრება დამაკლდა
მომავლის ნაბიჯების გადასადგმელად.
დამაკლდი
და გულიდან წამოსული სიტყვები
"მოდი ჩემთან"
პეშვშში მოვიქციე,
მინდა თვალებში ჩაგხედო
და ხელისგულებში მოქცეული სიტყვებით
შეგიმშრალო სევდისფერი თვალებიდან
წამოსული ნიაღვარი.
დამაკლდი
სიყვარულო ჩემო
სულ ერთი წვეთი....

ნანახია: 326 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz