შუა ზაფხულში,

ისე ლამაზად შემომელექსე

ლოდინით დაღლილს,

და მაინც ბოლო ლექსი

დავარქვი ამ ფიქრს.

წლისთავს გადავუხდი ერთად შეყრას

წავშლი კალენდარზე განშორებას...

დაავიწყდება მთვარეს

ოცნებით დანისლული

თვალები ჩემი,

ემახსოვრება

სამების კედელს

პირობა ჩვენი,

დაავიწყდება ქარებს

ჩურჩულით დაფიცული

სახელი შენი,

ემახსოვრება

ხვთისმშობლის ხატს

ოცნება ჩემი...

ტაძრის გუმბათში

ინახება ფიქრებიც

შენი...

ერთხელაც მივალ ვილოცებ

შენთვის...

მე შევასრულებ ყველა

პირობას...

გაპატიებ აწმყოს უმაისოს,

შენ კი გამიქრები

მტკვარმაც კი იცის

როგორ მიყვარდი...

წლისთავს გადავუხდი შეყრას...

შუა ზაფხულში...

და ბოლო ლექსი დავარქვი ამ ფიქრს...

წავშლი კალენდარზე განშორებას.

და არასოდეს დავივიწყებ

გულწრფელად ნათქვამ

ერთადერთ ფრაზას

""ეს პატარა ხელები რომ

მომენატრება...?""

იმ დროს იმ თვალების სიმართლეში

ეჭვი არასოდეს

შემეპარება...

მე შევასრულებ ყველა პირობას...

აღარ გავლექსავ უშენობას,

აღარ ვიდარდებ უმაისობას,

აღარ დაგაბრალებ ჩემი თვალების უამინდობას...

მე შევასრულებ ყველა პირობას...

შუა ზაფხულში...

ნანახია: 351 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz