შენზე ფიქრით დაწყებული ყოველი დილა ცრემლებივით წრფელია და წმინდა, მომენატრე, მომენატრე ისე ძლიერ, რომ ეს ლექსი დაგიწერო მინდა! დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ შენს ლამაზ სახეს როგორ გიბრწყინავს ეშხით სავსე მწველი თვალები, ამ ბრწყინვალებას კიდევ უფრო რომ ამძაფრებენ დარაჯად მდგომი უტურფესი წარბ-წამწამები. ვხედავ დალალებს შენს ლამაზ მხრებზედ სრულიად დაშლილს ასე ნარნარად რომ ელავენ მათრობენ მაშინ, მშვენიერი ხარ მზის სხივივით მღელვარე ზღვაზე ოდეს ეშვება მოწყვეტილი მწუხარე ცაზე. ქვეყნად არსებობს სილამაზე მიუწვდომელი ეს სილამაზე ყველას მადლად როდი რგებია, ანგელოზია ის ლამაზი იმქვეყნიური რომლის მშვენებაც ჯერ კაცთათვის უნახავია! მე ანგელოზი არაერთხელ სიზმარში ვნახე და ამ ანგელოზს ჩემთვის ცხადში აქვს შენი სახე, დაე დავიწვა ჯოჯოხეთში გეენის ცეცხლში ოღონდ ვიხილო შენი სახე იმ მტანჯველ დღეში. შენ ხარ ყვავილი მშვენებით სავსე ედემს მოსული, შენ დაიპყარ გული ჩემი სევდით მოცული, არასოდეს მავიწყდება შენი ჭრელი თვალები თუნდ რომ მწვავდეს მედებოდეს სიყვარულის ალები. ეს სიტყვები შენთვის თქმული გულიდან არს წამოსული შენთვის არის დაწერილი და ფურცელზე გადმოსული, ამით მინდა გაგიმხილო მე განცდილი გრძნობა წმინდა დამიჯერე ჩემო ტურფავ რომ შენს მეტი არვინ მინდა! მე სიყვარულს არ დავეძებ შენ ხარ ჩემი სიყვარული ღმერთს შევთხოვ რომ გაგიღვიძოს გრძნობა გულში მიმალული. მე ვერ დაგთმობ ვით სიცოცხლეს თუნდ მეწვოდეს ცეცხლით გული, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე და სიხარული! ცით მოფრენილი შენ ხარ ფერია ნაზი ჩიტები შენთვის მღერიან და ეს სიტყვებიც შენდამი თქმული ძვირფასო ჩემო პასუხს ელიან.