|
|
ვითვრები?როგორ არ დავითვრე,
როცა სადრეგრძელო ულევია,
იმ ადამიანებს გაუმარჯოს,
ვისაც მკერდში მართლა გულები აქვთ.
ადრე წასულები გამახსენდნენ,
სველ პურს შმაგი მაჭრის სურნელი აქვს,
ლოდქვეშ მწოლიარეს გაუმარჯოს,
მზე რომ ღვინოსავით სწყურებია.
ბრძენსაც, გენიოსსაც გაამასხრებს,
ბედი თავხედი და სულელია,
მოდი გაუმარჯოს ადამიანს,
ვისაც უყვარდა და სძულებია.
|
ნანახია: 497 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|