მიდიხარ? - მივდივარ. - მერე რა მშვიდი ხარ... - მე უკვე დიდი ვარ და მშვიდად მივდივარ. - იწვიმებს, ჰაერი დამძიმდა. იტირებ? - ვიტირებ, თუ ისევ გაწვიმდა. - ნუ წახვალ! - შენთვის ხომ ერთია - დღეს თუ ხვალ ეგ ჩვენი ხვედრია ვერა გრძნობ, გაგვთოშა სიცივემ, ამ შავ ფონს ვერაფრით ვიცილებთ. - დაბნელდა... - რაღაცას იგონებ. - დავლევ და მაგიჟებს სიშორე... მინდიხარ... - ჰაერი დამძიმდა - მიდიხარ?.. - ჰო, უკვე გაწვიმდა.