მოდი რა, წამიყვანე წყალგაღმა გამიყვანე ნაპირთან დამტოვე და თუ გინდა წადი... მოდი რა, დამიყვავე ტკივილი გამიქვავე, ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მწამდი! მოდი ჰო, გაგიცივდი ფოთლებად დაგიცვივდი, ვიქეც შემოდგომად სიყვითლე მაკრთობს... მოდი ჰააა დაგიმძიმდი ვერაფრით დაგიმშვიდდი, ვიცი რაც გითხარი, დაგპირდი მახსოვს!!! ოჰ და ვერ ვერევი ჰო და ვერ გელევი ეხლა სული გიხმობს უჭირს და მისთვის... ნატვრად შეგერევი, როცა შეგეხები, რატომ ვერ მოდიხარ, რატომ და რისთვის? მოდი აქ, დამატიე ცრემლში ვერ ჩაგატიე მოდი ჩაგეხუტო ,ჩაგეკრა მინდა, გული აგატკიე ? მოდი მაპატიე ცრემლად ეს სათქმელი ვიცი რომ,ღირდა.